logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მოხდა საბოლოო შეთანხმება - უმრავლესობა პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს
- +

18 მარტი. 2019. 22:53

 

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ: „თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები არ ამოძრავებს, შეუძლებელია ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიული ან პოლიტიკური არგუმენტებით კრიტიკული შენიშვნა გამოთქვას“.

 

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, პროექტის დამუშავებას კოლოსალური დრო დაეთმო და უმრავლესობა პრინციპებზე ერთხმად შეთანხმდა.

 

„მოხდა საბოლოო შეთანხმება - უმრავლესობა პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს. პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი დღეს არ გამოთქმულა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

 

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner