logo_geo
eng_logo
საკანონმდებლო ორგანოში 22 მარტს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ
- +

19 მარტი. 2019. 01:28

 

საკანონმდებლო ორგანოში 22 მარტს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის გარდა პარლმენტში, კიდევ სამ მინისტრს ელოდებიან. თუმცა მათი ვინაობა მდინარაძეს არ დაუსახელებია.

 

„დღეს საუბარი იყო ძალიან დატვირთულ მომდევნო კვირასთან დაკავშირებით. ოთხ მინისტრს მოუსმენს პარლამენტი. მათ შორის,  პრემიერ მინისტრს. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარიზმის ისტორიაში, იქნება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინტერპელაციის ინსტიტუტი.  22- ში რეგლამენტის მიხედვით მოდის პრემიერ მინისტრი და კონკრეტულ კითხვებზე გასცემს პასუხს'', - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner