სპორტსმენების აქციის მიმდინარეობისას, შს სამინისტროსთან, ერთ-ერთმა მონაწილემ პაატა აბულაძემ მედიას თავისი მობილური ტელეფონით აჩვენა ფოტოსურათი, სადაც მას 26 მაისს ურტყამდნენ, სცემდნენ და განაცხადა:
„სად იყო მაშინ ბოკერია და მელია, როცა მე სასიკვდილოთ მცემეს და 30 დღე არაფრის გამო ციხეში ჩამაგდეს მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაში ვიღებდი მონაწილეობას?!
თუ ამ სპორტსმენებს დაიჭერთ, მაშინ ბოკერიაც დაიჭირეთ და სხვებიც! ახ, როგორ გაბედეს, არა? ბოკერიას ხელი რომ დაარტყეს?"- განაცხადა აბულაძემ.