logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს უხელმძღვანელებს
- +

19 მარტი. 2019. 02:24

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძის ნაცვლად ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს. ოდიშარიას კანდიდატურაზე მმართველი გუნდი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე შეჯერდა.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც კვაჭანტირაძემ უმრავლესობა დატოვა, კომიტეტის ახალი თავმჯდომარის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა 27 თებერვალს დატოვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner