logo_geo
eng_logo
პეკინის გამზირზე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს - შსს განცხადებას ავრცელებს
- +

19 მარტი. 2019. 12:43

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის  ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

 

დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner