საქართველოს საპატრიარქო სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან სასულიერო პირების გათავისუფლებას ემხრობა, თუმცა, არა „ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციების მიერ დახსნილ „სასულიერო პირებს“.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.
ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, - წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.