ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელების მემორიალურ პარკს აშენებენ. როგორც რუსული მედია იწყება, პარკი სოფელ ძარის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს და ის 2008 წელს დაღუპული რუსი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას მიეძღვნება.
როგორც იუწყებიან, აღნიშნულ „მემორიალურ პარკს“ საქველმოქმედო ფონდი „ერთგულება“ ააშენებს.
„ახლა მიმდინარეობს თანხის შეგროვება მემორიალის მშენებლობისთვის. პროექტის ღირებულება 25 მილიონ რუბლს აღწევს“, – განაცხადა რუსულ მედიასთან ფონდის თავმჯდომარე არმენ ბეგლარიანმა.