logo_geo
eng_logo
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა
- +

19 მარტი. 2019. 13:32

 

 

„კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ ძალაში შევიდა. კანონი შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობით და შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოში“, - ამის შესახებ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში აცხადებენ.

 

მათი ცნობით, ახალი კანონი ქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პირობას სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების ემბლემის, ლოგოს, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოს, თანამდებობრივი და სამხედრო განმასხვავებელი ნიშნის, ისე ოფიციალური დოკუმენტისა და ბლანკის მიმართულებით.

 

„მსგავსი ცვლილება უკვე განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2009 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით დაედგინა მუნიციპალური სიმბოლოები, გერბი და დროშა.

 

გამოცდილებამ ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების დადგენის საქმეში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ, მანამდე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობამ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების საკითხებში, გააჩინა ერთიანი მიდგომისა და საკანონმდებლო მექანიზმის შემუშავების აუცილებლობა.

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გაიზიარა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების მიმართ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა და მოახდინა საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება. საკომიტეტო და სასესიო განხილვების შედეგად კანონმა მოიპოვა საქართველოს პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner