logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის შეფასებით, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და გარდაცვალება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა
- +

19 მარტი. 2019. 14:20

 

„პრეზიდენტის შეფასებით, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენი სახელმწიფოსადმი დანაშაულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

 

„პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და დანაშაულია მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. ის კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს. ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელიც მოიტანს მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას. გვაქვს ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად და გარდა ამისა, ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით და ყველა მაღალი ტრიბუნა მიძღვნილი უნდა იყოს სწორედ ამ თემისთვის. თავად პრეზიდენტი ყველა შეხვედრას ამ თემაზე საუბრით იწყებს. სწორედ მაშინ, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა, ის იმყოფებოდა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით და ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე - პრეზიდენტთან, პრემიერთან, ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე სომხეთის ეკლესიის წინამძღოლთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო და მოუწოდა სომხეთის მხარეს, დაგმონ ეს ფაქტი. გარდა ამისა, ამ დღეებში გამართული ყველა შეხვედრა, მათ შორის გუშინ ჩინეთის ელჩთან, ამ საკითხით გახსნა. ესაა გამოსავალი, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა სამხედრო დაპირისპირებაზე და პოლიტიკური დიალოგი მუდმივად, პერმანენტულად უნდა იმართებოდეს. ახალ ფორმატთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჯერ ეს საწყისი ეტაპია. ეს არ იქნება არაფრის ალტერნატივა, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა არსებული ფორმატი, თუმცა მისი აზრით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner