logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული
- +

19 მარტი. 2019. 14:30

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული.

 

ირაკლი კობახიძე, ამ თვალსაზრისით დეპუტატების კითხვებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რატომ ხდება ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენება და როგორ აფასებს მის საქმიანობას. კობახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდება როგორც პოლიტიკური თავლსაზრისით, ასევე სამართლის საფუძველზე.

 

კობახიძემ განმარტა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის შემთხვევა პოლიტიკური საკითხია და ამას სამართლებრივი დასაბუთება არ სჭირდება.

 

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. უმრავლესობა შეიკრიბა და ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებდა და უხერხულ მდგომარეობაში გადაწყვიტა ჩვენი ჩაყენება. რაც შეეხება იმას, ახორციელებდა თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას, გადაყენების საკითხს ამასთან კავშირი არ აქვს, თუმცა, უმრავლესობის სხდომაზე ითქვა, რომ მისი საქმიანობა არ გამოირჩეოდა წარმატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner