ევროპის ჩემპიონატი კრივში 22 წლამდე ახალგაზრდებს შორის რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში 2019 წლის 18 მარტს დასრულდა.
ერთ-ერთი გამარჯვებული მედალოსანი ნიკოლოზ ბეგაძეა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონია ჭაბუკთა შორის. ნიკოლოზ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის გიორგი ბეგაძის ვაჟია.
საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების ოთხმა წევრმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.