logo_geo
eng_logo
„საჭიროა, ფხიზელი და ფრთხილი იყო, რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა...“ - წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
- +

19 მარტი. 2019. 17:36

 

 

ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგოვის გუბერნიაში. იგი იზრდებოდა მორწმუნე ოჯახში, 17 წლის ლუკა ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა, სადაც ბერად დარჩენას აპირებდა, მაგრამ ერთ-ერთმა ათონელმა ხუცესმა მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია. ლუკა თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და 1905 წლამდე მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

 

1912 წელს ლუკა ბერად აღიკვეცა და ლავრენტი ეწოდა.

 

ღირსი ლავრენტის ავტორიტეტი თანდათან იზრდებოდა. მოსიყვარულე, გამჭრიახი გონების და სასწაულთმოქმედი გულთამხილავი ბერი არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ კომუნისტური რეჟიმისგან დაჩაგრულ უბრალო ადამიანებსაც ძლიერ იზიდავდა. ღირსი ლავრენტი მართლმადიდებლობის მკაცრი აღმსარებელი იყო და მასთან რჩევებისთვის მრავალი ადამიანი მიდიოდა, მათ შორის ინტელიგენციიდანაც.

 

ღირსი მამის დიდი სიყვარული და მისი სულიერი ძალა უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. ღირსი ლავრენტი დიდი ფსიქოლოგიც იყო; მას შეეძლო ადამიანის სულიერი სამყაროს ამოცნობა თვით უმცირეს დეტალებამდე.

 

ღირს ლავრენტის, გადმოცემის თანახმად, სასწაულმოქმედების ნიჭიც გააჩნდა. მან, აგრეთვე, მრავალი ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას. ღირსი მამის ნიჭით განცვიფრებულ ხალხს აინტერესებდა, თუ როგორ შეეძლო ბერს სცოდნოდა თითოეული მომსვლელის გასაჭირი და ყოველთვის მართებული რჩევა მიეცა. ერთ-ერთმა მომლოცველმა გაბედა და ჰკითხა ღირს ლავრენტის ამ საიდუმლოს შესახებ. ბერმა უპასუხა „აზრს წარმართავს ღმერთი და პასუხიც დაუყოვნებლივია“.

 

ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე:

 

„საჭიროა, ფხიზელი და ფრთხილი იყო, რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ, რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არცერთი მომდევნოზე! იქნებ იმიტომაც, რომ მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ, როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ. თავდაპირველად იტყვიან, რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნები. უფალი მოითმენს-მოითმენს და მერმე იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა!

 

დგება უკანასკნელი ჟამი, როდესაც სასულიერო პირთ გაიტაცებს ამქვეყნიური ამაოება და სიმდიდრე: ექნებათ მანქანები და აგარაკები, ივლიან კურორტებზე, წაერთმევათ იესუს ლოცვა! ისინი სულაც დაივიწყებენ მას! შემდეგ ისინი თვითონ გაჰყვებიან იმ გზას, რომელზეც არ უნდა იარებოდნენ და სულმოკლეებსაც აიყოლიებენ! თქვენ კი ბრძენნი და განმსჯელნი იყავით. მათ ლამაზ სიტყვებს უსმინეთ, ხოლო მათსავე საქმეებს ნუ მიჰბაძავთ!

 

უკანასკნელ ჟამს ცხონება ძნელი არაა, მაგრამ ბრძნული. ვინც ყველა ამ ცდუნებას გადალახავს, ცხონდება! პირველთა შორის იქნება. უწინდელნი იქნებიან ვითარცა მნათობნი, ხოლო უკანასკნელნი - როგორც მზე.

 

ანტიქრისტე მეფედ იერუსალიმის ბრწყინვალედ აღდგენილ ტაძარში იკურთხება და მის კურთხევაში რუსეთის პატრიარქი და სამღვდელოებაც მიიღებს მონაწილეობას. იმხანად იერუსალიმში მიმოსვლა დაუბრკოლებლად შეიძლება ყველასთვის, მაგრამ თქვენ ეცადეთ, არ გაემგზავროთ, რადგან ყველაფერი იქნება გაკეთებული „ცთუნებამდე“ მოსახიბლად! ანტიქრისტე ვითომცდა ქალწულისაგან წარმოსდგება, სინამდვილეში კი იგი მრუში იქნება ებრაელთა დანის ტომიდან.

 

ნეტარი და სამგზის ნეტარია ადამიანი, რომელიც არ ისურვებს და არც იხილავს ანტიქრისტეს ღვთივსაძულველ სახეს. ვინც მას უყურებს და მოუსმენს მის ღვთისმგმობ ლაპარაკს, ყველა მიწიერი სიკეთის აღთქმით (დაპირებით), მოიხიბლება და თაყვანს სცემს მას, რის გამოც მასთან ერთად წავა საუკუნო ცეცხლში!

 

- ეს როგორ მოხდება? - დაეკითხნენ ღირს ლავრენტის დედები, მოძღვარი ატირდა და სთქვა:

 

წმინდა ადგილას დადგება საძაგელი მოოხრებისა და ამ სოფლის მაცდურნი ღვთისუარმყოფელ ადამიანებს ცრუ ნიშან-სასწაულებით მოხიბლავენ. მათ შემდეგ გამოჩნდება ანტიქრისტე! მთელი ქვეყანა ერთდროულად იხილავს მას.

 

ლავრენტის კვლავ დაეკითხებიან: სად წმინდა ადგილას, ეკლესიაში?

 

- არა ეკლესიაში, არამედ ჩვენთან სახლში! უწინ კუთხეში მაგიდა იდგა წმ. ხატებით, შემდეგ კი მაცთურ ყუთს დადგამენ ადამიანების მოსახიბლად. მრავალი ჭეშმარიტებისა გზისაგან შეცდომილი იტყვის: ჩვენ გვსურს მოვუსმინოთ ახალ ამბებს. აი, სწორედ ახალ ამბებში წარმოსდგება ანტიქრისტე და ისინიც გაჰყვებიან მას.

 

ანტიქრისტე დაუფლებული იქნება სატანის მთელ ეშმაკურ მანქანებას და ცრუ-სასწაულებს მოახდენს. მას მოუსმენს და იხილავს მთელი მსოფლიო. თავისიანებს იგი სატანის ბეჭდით დატვიფრავს. სიძულვილი ექნება მართლმადიდებლური რუსეთის მიმართ.

 

რუსები ბოლო ჟამს მოინანიებენ სასიკვდინე ცოდვებს: ებრაელ-მასონთა უსჯულოება რომ დაუშვეს და არ დაიცვეს ღვთის ცხებული მეფე, ეკლესია-მონასტრები და სხვა სიწმინდეები, რომ მოიძაგეს ღვთისმოსაობა და შეიყვარეს საეშმაკო უკეთურება. იქნება სულიერი აფეთქება და რუსეთი ყველა სლავ ხალხებთან და ქვეყნებთან ერთად შეჰქმნის ძლიერ სამეფოს, რომელსაც სათავეში ეყოლება მართლმადიდებელი ღვთივცხებული მეფე.“

 

სქემარქიმანდრიტი ლავრენტი გარდაიცვალა 1950 წ. 19/6 იანვარს. ღირს მამასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მოდიოდა.

 

სქემარქიმანდრიტი ლავრენტი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველის სახელით. კანონიზირებულია 9/22 აგვისტოს, 1993 წ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner