logo_geo
eng_logo
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა სილვიო დომენტემ შეცვალა
- +

19 მარტი. 2019. 19:32

 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს ახალი წარმომადგენელი ჰყავს. თანამდებობაზე მარიან ივანუშა სილვიო დომენტემ შეცვალა. ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს ორგანიზაციის ახალ წარმომადგენელს, სილვიო დომენტეს შეხვდა.

 

აუდიენციისას მხარეებმა ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ერთად იმუშავებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner