logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მთავარი მიზანია, გაუმჯობესდეს გამოძიების ხარისხი
- +

19 მარტი. 2019. 19:45

 

 

„საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მთავარი მიზანია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ადამიანის უფლებების უფრო ეფექტურ დაცვას ნიშნავს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რეფორმა გულისხმობს კიდევ უფრო ეფექტურად და მაღალი ხარისხით ბრძოლას დანაშაულთან და კრიმინალთან.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმედი გვაქვს, რომ კრიმინალს და დანაშაულს გაუმჯობესებული ხარისხით უფრო ეფექტურად ებრძვის და შეებრძოლება შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner