მობილური ოპერატორი ჯეოსელი გათიშულია. ჯეოსელის მომხმარებლებს პრობლემა რამდენიმე საათის წინ შეექმნათ და ამ დროისთვის კომპანია მთლიანად გათიშულია.
ასევე, არ ფუნქციონირებს კომპანიის ვებგვერდი და ცხელი ხაზი. მომხმარებლები კავშირის და ინფორმაციის გარეშე არიან დარჩენილები.
„ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე. კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანია სოციალური ქსელით გაავრცელა.
რამ გამოიწვია დაზიანება და როდის აღდგება ქსელის ფუნქციონირება, ამ დროისთვის უცნობია.