„ვენეციის კომისიის დასკვნა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით სწორია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს.
„საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის გამოძიებას“, - აცხადებს თალაკვაძე.