„როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც ვერ გაერკვიეთ ქალბატონო ეკა. კაბინეტი ის არ არის, რისი დატოვებაც თქვენ მოგიწიათ ცოტა ხნის წინ”, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის კომიკური შეკითხვა.
„ქალბატონო ეკა, კაბინეტი ოთახი ხომ არ გგონიათ შემთხვევით თქვენ. კომიკური შეკითხვაა. ყველამ კარგად იცის, ვინც არის ავტორი და კაბინეტი ეტყობა ოფისი გგონიათ, თუ ოთახი გგონიათ თქვენ ეტყობა”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიამ არაერთხელ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
„ახლა ზუსტად მივხვდი, რომ თქვენ კაბინეტი მართლა ოთახი და ოფისი გგონიათ. ჯერ ერთი, მაგას ადასტურებთ თქვენ თვითონ, რომ კაბინეტი რა არის, არ იცით ამდენი ხნის განმავლობაში და მეორე, რაც შეეხება კაბინეტში შეხვედრებს, თქვენ არაერთხელ გაავრცელეთ ტყუილი ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, როდესაც ბიუროს ოთახში იმართებოდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და მათ შორის, მხოლოდ 4 იყო მოსამართლე, იქ თქვენ თქვით ტყუილი, თქვენ და თქვენმა მეგობრებმა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სხდომის დროს მე ვხვდებოდი კაბინეტში იუსტიციის საბჭოს წევრებს. ეს იყო ტყუილი და ასე შორს ვერ წახვალთ და ვერც მიდიხართ შორს ქალბატონო ეკა. ამას ყველა ვხედავთ. ვერც თქვენ, ვერც ბატონი გედი და ვერც ბატონი ზვიადი და ვერც თქვენი სხვა მეგობრები”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.