საქართველოს პრეზიდენტი, ქვემო ქართლის რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
სალომე ზურაბიშვილმა ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომლის მეორე ეტაპის სამუშაოებიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება და მასში ბოლნისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული 3774 ექსპონატი განთავსდება.
პრეზიდენტი ბოლნისის სიონსაც ეწვია. ტაძარში საქართველოს პრეზიდენტს ბოლნისელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა უმასპინძლა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისში გაისეირნა და ბოლნისის გერმანული უბანი დაათვალიერა.