logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: ევროპიდან არასასიამოვნო ამბები მოდის...
- +

25 მაისი. 2016. 22:39


ანალიტიკოსი სიმონ კილაძე საქართველოს ვიზა- ლიბერალიზაციის საკითხის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:



„ევროპიდან არასასიამოვნო ამბები მოდის: მოგვცემენ თუ არა უვიზო რეჟიმს? ჩაიარა იმ სიხარულმა - ევროკომისიამ რეკომენდაცია გაგვიწია და ახლა ევროპარლამენტში სულ გლიჯინით გავა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხიო.


ჯერ იყო და გერმანულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ევროპელმა ჩინოვნიკებმა თითქოსდა რაღაც შეზღუდვებზე თუ გადავადებაზე დაიწყესო ლაპარაკი. ჩვენებმა აქ, თბილისში, არ დაიჯერეს - კომპეტენტური წყაროები გვეუბნებიან, ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე ამერიკულმა „უოლ სთრით ჯორნალმა" დაწერა, ბრიუსელში რაღაც მითქმა-მოთქმაა, ამბობენ, რომ მიგრანტების დიდი რაოდენობის გამო ევროკავშირს კიდევ დამატებითი ხალხი არ ჭირდებაო და ქართველებო, ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთო. ჩვენებმა ისევ არ დაიჯერეს - რადგან შეგვპირდნენ, ესე იგი მოგვცემენო.


სულ ახლახან საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამოგვივიდა ყელში ამდენი მიგრანტი, ახლა ევროპარლამენტის სხდომამდე ვაპირებთ პირობები შეცვალოთ და თუ საჭიროდ ჩავთვლით, მიცემულ ვიზა-ლიბერალიზებას უკან წავიღებთ, ან მის მოქმედებას გაურკვეველი ვადით შევაჩერებთო. გერმანიამ ხომ საერთოდ, რააა... ორი კვირაა იქაურ პრესაში საქართველოს მოქალაქეებზე ისეთი მასალები ქვეყნდება, რომ მკითხველს გული წაუვა - ძალიან ბევრი აქედან იქ ჩასული ქართველი ქურდი და მამაძაღლი ყოფილა, "ქართველები სახლებს გვიტეხავენ, გვძარცვავენ და მაფიოზობენო".


დღეს კიდევ ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა საქართველოს უვიზო რეჟიმის მიცემის საკითხი არ მოიწონა.... ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეშფოთდა და სპეციალური განცხადება გააკეთა - აკი დაგვპირდით... მჯერა, რომ იმედებს არ გაგვიცრუებთო. ვნახოთ.... "იმედი სულ ბოლოს კვდება"."



წყარო: http://www.svoboda.org/content/article/27756567.html


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner