logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: მასწავლებლის ხელფასი 3-ჯერ გაიზრდება
- +

20 მარტი. 2019. 02:15

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ: „პედაგოგი როგორც პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში “პირისპირ” განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძის თქმით, საქსტატის თანახმად, განათლების სექტორში ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამ ფაქტს პრემიერი ტრაგედიას უწოდებს:

 

„სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის და მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე უფრო მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს იქნება 1500-დან 1800 ლარამდე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ ვზრდით ფაქტიურად ანაზღაურებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner