logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: შეწყალების საქმე, რომელზეც იქნება ზეწოლის მცდელობა არ განიხილება
- +

20 მარტი. 2019. 02:25

 

 

„შეწყალების საქმე, რომელზეც იქნება ზეწოლის მცდელობა გადაიდება გვერდზე და არ იქნება განხილული”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

 

„ზეწოლა არის შემოთავაზება, რომ შეიწყალეთ ესა თუ ის ადამიანი. დისკრეცია ნიშნავს იმას, რომ მე არავის არ ვეტყვი რა საფუძვლებზე იქნება გადაწყვეტილება. პატრიარქის მიმართ მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ ამის მიუხედავად ვთვლი, რომ შეწყალების გადაწყვეტილების საკითხში ვარ მარტო და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ და ვატარებ მარტო მე”, – განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციის” წამყვან ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის გიორგი მამალაძის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ “ვნახავთ”.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner