logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: არჩევნების მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილმა პირადად მითხრა...
- +

20 მარტი. 2019. 02:33

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციის” წამყვან ინგა გრიგოლიას ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მის დამოუკიდებლობას და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს ცალკეულ საკითხებზე. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის არის თავისუფალი ადამიანი და არჩევნების მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილმა პირადად უთხრა, რომ ის არის და იქნება დამოუკიდებელი პრეზიდენტი და მას არანაირი ვალდებულება არ ექნება მის წინაშე.

 

„მიეჩვიეთ იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ამას მიეჩვია და ძალიან ბევრი ადამიანი შეეჩვევა იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი. არჩევნების შემდეგ პირადად მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, იცოდეთ, რომ თქვენ ხართ და იქნებით დამოუკიდებელი ადამიანი და არ ჩათვალოთ, რომ რამე ვალდებულება გაქვთ ჩემ წინაშე” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner