logo_geo
eng_logo
სოკარ ენერჯი ჯორჯია „Check in Georgia“-ს პარტნიორია
- +

25 მაისი. 2016. 22:41


პროექტს "Check in Georgia" საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან.


სოკარ ენერჯი ჯორჯია მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia" პარტნიორია.


25 მაისს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, 300 არაგველის 24), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მაირ მამმედოვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.


ამ ეტაპზე პროექტს "Check In Georgia" უკვე შემოუერთდა საქართველოში მოქმედი 20-ზე მეტი ბიზნესსექტორის წარმომადგენელი; მათ შორისაა - ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი,ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი, სილქ როუდ ჯგუფი, შპს კანტი, კომპანია ნატახტარი.


შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე წარმოჩინდნენ, როგორც "Check In Georgia"-ს პარტნიორები; მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით.


აღნიშნული კომპანიების მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 6 000 000 ლარს შეადგენს. ამასთან, მხოლოდ 3 კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა შეადგინა 2 მილიონი ლარი.


როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები ცხადყოფს, ტურისტების მხრიდან დიდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ; ბოლო თვის მაჩვენებლებით, უცხოელი მოგზაურების/ტურისტების რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20% პროცენტით არის გაზრდილი.


"Check In Georgia" არის პროექტი, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, მოსახლეობას კი მეტ შემოსავალს მოუტანს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner