NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა „მარშალის ფონდში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაფართოება არ არის პროვოკაცია და ეს პროცესი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე საქართველო და უკრაინა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივანი 24 მარტს საქართველოს ეწვევა.