logo_geo
eng_logo
ნინო ლურსმანაშვილი: აუცილებლად დავუსვამდი კითხვას ამ მინიშნების დამდგმელს, რატომ მისცა თავს გალაკტიონის სახელით „თამაშის“ უფლება...
- +

20 მარტი. 2019. 17:23

 

პირველი სამი ფოტო რამდენიმე წუთის წინ მარჯანიშვილზე გადავიღე. მეოთხე კი, ალბათ იცანით - გალაკტიონის ხელმოწერაა. არადა, თურმე, საკუთარ სახელში „კ“-სა და „ქ“-ს „ორთაბრძოლას“ თავად, სიცოცხლეშივე დაუსვა წერტილი, როცა თქვა: „რატომ გალაკტიონი და არა გალაქტიონი? - იმიტომ, რომ ბავშვობიდან ასე ვაწერ ხელს. ყველა ჩემი ლექსის ავტორი გალაკტიონ ტაბიძეა. არავის მივცემ უფლებას, ჩემი სახელით თამაშისა“. ჩემი პროფესიით რომ ვმუშაობდე, აუცილებლად დავუსვამდი კითხვას ამ მინიშნების დამდგმელს, რატომ მისცა თავს გალაკტიონის სახელით „თამაშის“ უფლება...

 

P.S. ჩემმა 7 წლის ლუკამ იცის, რომ მისი და თეოს საყვარელი ლექსის - „სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე..“ ავტორი გალაკტიონ (და არა გალაქტიონ!) ტაბიძეა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner