logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?
- +

20 მარტი. 2019. 20:05

 

„რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მართა ქვეყანა ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ რუსეთისათვის ცინიკურ არგუმენტებზე გვეპასუხა. „ისკანდერი“ ჩამოვარდა გორში? ეს ხომ ფოტოშოპია“, - ამ ტიპის არგუმენტებს ვისმენდით წლების განმავლობაში. შემდეგ მოვიდა დრო და ჩვენ ყველა ღონეს მივმართეთ ამგვარი მტკიცებულებების გასაბათილებლად. ჩვენ მიერ სტრასბურგისათვის წარდგენილ 700 მტკიცებულებას შორის არის მატერიალური მტკიცებულება, სწორედ ის „ისკანდერი“, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც გადაეცით მათ, მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაგეფორმებინათ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში. მიღება-ჩაბარების აქტი რატომ არ გააფორმეთ? მესმის, რომ ეს მტკივნეული კითხვებია, მაგრამ კითხვები არის, როდესაც „ისკანდერს“, ოქროს მტკიცებულებას ატან სხვა ქვეყანას ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ ფორმდება ამასთან დაკავშირებით... ჩვენ მივაგენით ამ „ისკანდერს“, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც ის გადაეცით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამან საშუალება მოგვცა, გაგვებათილებინა სტრასბურგში რუსეთის არგუმენტი, რომ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ფოტოშოპია.

 

არ დამხვდა ბევრი მტკიცებულება. მაგალითად, იმის, რომ ქართული ჯარები 11 აგვისტოს უკვე იდგნენ თბილისთან. უფრო მეტიც, თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან. ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში. რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მართა ქვეყანა ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner