logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ახლა ბოკერიას, მელიას, „ნაცმოძრაობის“ სხვა ზონდერების ჯერია!
- +

25 მაისი. 2016. 23:40



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სპორტსმენების შს სამინისტროში მისვლას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც უნდა გამოცხადდენ.



„კორცხელის ინციდენტში მონაწილეთა ერთი ნაწილი გუშინ თავის ფეხით მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ცხადია, რომ ისინი უნდა დაისაჯონ დანაშაულის ხარისხისა და კანონის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება, რომ ორი აზრი არსებობდეს.

 

ახლა ბოკერიას, მელიას, ნაცმოძრაობის სხვა ლიდერების და ზონდერების ჯერია, რომ თავადაც გამოცხადდენ პოლიციაში და მოყვნენ მათ მიერ დაგეგმილი და განხორცილებული უამრავი მასობრივი ცემის და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. წესით, ისინიც უნდა დაისაჯონ დანაშაულის ხარისხისა და კანონის შესაბამისად. არც ამასთან დაკავშირებით შეიძლება, რომ ორი აზრი არსებობდეს.

 

საზოგადოებამ აქტიურად უნდა მოითხოვოს, რომ მეორე მხარემაც მოყვეს, როგორ იგეგმებოდა არცთუ შოროეულ წარსულში ეს ყველაფერი. მათ ბევრი რამ იციან ისეთი, რასთან შედარებითაც კორცხელი ზღვაში წვეთია."- აღნიშნავს მაღლაფერიძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner