სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მიზანი ცხადია, მაგრამ განა ასეთი ავტობუსი შეძლებს მისკენ წასვლას?! დრო კიდევ დამატებით თავის მრისხანე კვალს ამჩნევს და იმედს სტიმულს არ მატებს.
დროა, მთელმა საზოგადოებამ გავიაზროთ, რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს და გავითავისოთ, რომ ყველა ჩვენი მცდელობა ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
მხოლოდ ბახუსში ნათქვამი სადღეგრძელოთი წინ ვერ წავალთ. გასააზრებელია შეცდომები და გამოსასწორებელი.
ამ ხიდის მშენებლობაში თითო აგურის დადება, ყველამ უნდა შევძლოთ პატიოსნად ნაკეთები საქმით“, - წერს რატი ბრეგაძე.