ექსპერტი გია აბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საზმაუს ანალიტიკური გადაცემა "42 პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოირჩევა.
„რა პარადოქსულ, ოქსიმორონულ რეალობაში გვიწევს ყოფნა - "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] "კვლევა" აცხადებს, რომ საზმაუს ანალიტიკური გადაცემა "42 პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოირჩევა.
მოკლე და შერჩევითი მეხსიერება იქეთ იყოს. ამ MDF-ის უფროსის, თამარ კინწურაშვილის, საზმაუს ხელმძღვანელობის დროს არ იყო, რომ "მოამბემ", ნაცმოს მაშინდელმა რუპორმა, ნატოს გენმდივნის სხეფერის განცხადებაც კი უხეშად დაამახინჯა 2007 წ. 7 ნოემბრის დარბევების შესახებ? კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ მრავლსტანდარტიანების "ბიოგრაფიებიდან"?.
და საშინაო მოხმარების ყალბი ამბების გადაჭარბებულ ტირაჟირებას რომ არ იმჩნევენ, ეგ როგორაა "აბორიგენ" ე.წ. "ფაქტჩეკერებში"? - წერს ანალიტიკოსი.