logo_geo
eng_logo
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

21 მარტი. 2019. 10:27

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაასაქმებდა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 3 500 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner