logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

21 მარტი. 2019. 14:21

 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ვ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, გვიან ღამით თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით პ.ც.-ს, მისავე საცხოვრებელ სახლში, ხელებითა და ფეხებით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. პ.ც. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ი.ვ. 2018 წლის 26 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner