ევროკავშირის ელჩებმა დღეს გადაწყვიტეს, არ მიეცათ მწვანე შუქი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში, - ამის თაობაზე ბრიუსელიდან იტყობინება რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი.
მისი ცნობით, „ელჩები გააგრძელებენ დისკუსიას ამ საკითხზე და საბოლოო გადაწყვეტილება, იმედია, მიღებული იქნება სულ გვიან, როცა იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს, ათ ივნისს, ლუქსემბურგში, მაგრამ შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება ელჩებმაც მიიღონ მანამდე", - იტყობინება რადიო „თავისუფლების“ საკუთარი კორესპონდენტი ბრიუსელიდან 24 მაისის საღამოს.