17-18 მარტს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „კარწახი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის მოქალაქეებს, ს.მ.-სა და დ.მ-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (105 აბი) და ფსიქოტროპული (80 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ორივე ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.