logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე, სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

21 მარტი. 2019. 16:00

 

 

17-20 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8 440 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 4 ცალი სიგარეტის მოსაწევი აპარატი (IQOS) აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner