logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დღეს, გიგა ბოკერიას დავალებით, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს ამზადებენ!
- +

25 თებერვალი. 2016. 17:45


„დაზუსტებული ინფორმაციით, გიგა ბოკერიას უშუალო დავალებით, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრე არასამთავრობოთა შეკვეთით, დღეს „რუსთავი 2" ამზადებს შეკვეთილ სიუჟეტს, პირადად ჩემს წინააღმდეგ!" - განცხადებას მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში აკეთებს:

 

„ეს ინფორმაცია მომაწოდა „რუსთავი 2"-ის თანამშრომელმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო ბოკერიას საუბარს, თუ როგორ იძლეოდა დირექტივებს, შემდეგი სიტყვებით - „ნუ აქციეთ გმირად ეს ბრეგაძე, ამდენი ხანი რას უყურებდით, სასწრაფოდ ააგორეთ შავი პიარი და ა.შ."

 

ქრისტიანული მოთმინებით ვუცქერ სატანის მოციქულების განწირულ ქმედებებს. როდესაც ქართველთმოძულეების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყე, მშვენივრად ვიცოდი, რომ უზარმაზარი ფინანსებისა და საინფორმაციო საშუალებების ძალა დამიპირისპირდებოდა და ამისათვის სულიერად ისე მოვემზადე, რომ არ არსებობს ბუნებაში შავბნელი ძალა, რომელიც შემაჩერებს. რაც არ უნდა სიბინძურეები ავრცელოთ, რაც არ უნდა სულგაყიდული ჟურნალისტები მომართოთ, მაინც ვერ შეგვაჩერებთ! თქვენი დღეები დათვლილია! საქართველოში არც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება, ეკლესიაც ძლიერი იქნება და თქვენც ისევე დაიმსხვრევით, ვითარცა წმინდა ნინომ დაამსხვრია არმაზის კერპი!!! ჩვენთან არს ღმერთი!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner