logo_geo
eng_logo
პარლამენტთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს
- +

26 მაისი. 2016. 01:00



პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისს მდუმარე აქციით აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირზე მოსახლეობისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრების გარდა ხუთ წლის წინ, სწორედ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე დაზარალებულებიც იმყოფებიან.


როგორც 26 მაისის აქციის დროს დაზარალებულმა ბესიკ ტაბატაძემ განაცხადა, აქციის დარბევისას მარცხენა თვალი დაკარგა.


„ეს დღე მძიმე მარტო ჩემთვის არ ყოფილა, ჩემზე გაცილებით დიდი ტრავმა მიიღო ხალხმა. როგორც გვახსოვს აქ ხალხი დაიხოცა და მე თვალი დავკარგე, ამის შემოქმედები უნდა დაისაჯონ. ხუთი წელი გავიდა და ჩვენ ველოდებით რომ ყველა დაისაჯოს", - განაცხადა ბესიკ ტაბატაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner