logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილის აზრით, კონსორციუმი ცდილობს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დააბრალოს, რაც არაკეთილსინდისიერია
- +

21 მარტი. 2019. 19:45

 

 

მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეუქმნას განწყობა, რომ პროექტს მთავრობა ებრძვის.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა - პროექტსა და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის.

 

და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner