logo_geo
eng_logo
ქობულეთში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
- +

21 მარტი. 2019. 20:19

 

 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს მირიან ქათამაძეს და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრა გაიმართა ქობულეთის კულტურის სახლში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  არად ბენკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩი: მიხეილ უკლება.

 

სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გააცნეს ევროკავშირის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები. საუბარი შეეხო დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებს  და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები დაისვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ რისკებსა და  მიმღებ ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებზე, ასევე გრძელვადიანი განათლების მიმართულებით  უვიზო მიმოსვლის პროცედურების  გამარტივებაზე.

 

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ქობულეთის მუზეუმში არსებული არქეოლოგიური  ექსპონატები, გაეცნენ მუნიციპალიტეტის კულტურასა და ისტორიას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner