ექსპერტი ამირან სალუქვაძე პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პოზიციას მისაღებს უწოდებს.
სალუქვაძის თქმით, მთავრია, რომ ანაკლიის პროექტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია ჩემთვის მისაღებია. მთავარი, რაც ყველას ინტერესია არის ის, რომსახელმწიფოს მხრიდან პროექტის სრული მხარდაჭერაა. დანარჩენი, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, ეს უკვე სხვასაკითხია. თანამედროვე საქართველოსთვის პორტების მშენებლობა ახალი ხილია. რაღაც დათმობებზე სახელმწიფო წავიდა, მათშორის, ფინანსურ მხარდაჭერაზეც და 10 შეთანხმებაა გაფორმებული. პირობების გაუმჯობესების მხრივ კიდევ მიდის დამატებითიმოლაპარაკებები. ინვესტორების მხრიდან არის მოთხოვნა სრულ გარანტიებზე, რაზეც ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არ უნდაწავიდეს ამ მოლაპარაკებაზე. მსგავსი მოთხოვნა უნდა წააყენონ სადაზღვეო კომპანიასთან და არა სახელმწოფოსთან", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს გამიზნული ანაკლიის პორტის ტიპისპროექტების სახელმწიფო საკუთრებაში ფლობა.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.