logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: რთულია, აუხსნა მოსახლეობას, რომ ისინი ისჯებიან სამხედროების მიერ კამერების წინ...
- +

26 მაისი. 2016. 01:01



საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, მიიღო.


დისკუსიის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს დასავლური კურსის მიუხედავად, რეგიონში მომძლავრებული პრორუსული განწყობების ფონზე, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის დასავლური განწყობების ერთიანობის შენარჩუნებას.


დისკუსიაზე ასევე დაინტერესდნენ, რა პოლიტიკას აწარმოებს საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არავინ ფიქრობდა, რომ საქართველოს სტრატეგიული მოთმინება  იქნებოდა მარტივი. ჩვენ მივყვებით ამ პოლიტიკას რამდენიმე მიზეზის გამო:


პირველი - გვჯერა, რომ  საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა ერთადერთი არჩევანია.

მეორე - გვჯერა, რომ ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ  საქართველოს მისწრაფების გაძლიერება შექმნის მომავალში დარწმუნების მექანიზმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

 

და მესამე - ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ მეტი შესაძლებლობა შერიგებისთვის, კავშირების აღსადგენად, ამიტომ ავლებენ მავთულხლართებს, საზოგადოების შერიგების შესაძლებლობების შემცირებისათვის."

 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს შექმნას უკეთესი პერსპექტივა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის. შესთავაზოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდეს შეთანხმება ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.


ძალიან რთულია, აუხსნა შენს მოსახლეობას, რომ ისინი ისჯებიან სამხედროების მიერ კამერების წინრთულია, გაუმკლავდე ამ პრობლემას.

 

მოვლენები, რომელიც  საოკუპაციო ხაზთან ხდება, გვიქმნის წარმოდგენას, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა.

 

ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი გადაწყვეტილების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც კითხვის ქვეშ არ დგას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის განცხადებით, ლტოლვილების მშვიდობიანად დაბრუნების საკითხზე საქართველოს კონსენსუსი მიღწეული აქვს საერთაშორისო დონეზე.

 

საბოლოოდ საქართველო იქნება სუვერენული და მისი საზღვრები იქნება დაურღვეველი. რა თქმა უნდა ამას დაჭირდება დრო და მოთმინება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner