logo_geo
eng_logo
ყოფილი მეუღლის მიმართ გამოძალვისა და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

22 მარტი. 2019. 11:51

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული გამოძალვისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე თ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილი მეუღლის თ.ლ-ს მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის მაისში თ.ჯ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თ.ლ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

 

სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა რომ, 2018 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს  3 000 ლარს სთხოვდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი თ.ლ.-ს, ასევე დაზარალებულის ძმის და მამის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ვინაიდან თ.ლ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, მან 2018 წლის 14 ივნისს თ.ჯ-ს  მოთხოვნილი თანხის ნაწილი 500 ლარი გადასცა. 

 

სამართალდამცველებმა თ.ჯ. 2018 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 181-ე მუხლის პირველი  ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner