logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მომავალი წლიდან დაგეგმილია საპენსიო სისტემის რეფორმა
- +

26 მაისი. 2016. 01:03

 

 

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რეფორმების პაკეტი მრავალგანზომილებიანია და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.



სასამართლო რეფორმის ორი ტალღის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. გარდა ამისა, რეფორმირებულია სამართალდამცავი უწყებებიც - რეფორმებამდე თითქმის ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების ნაწილი უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა. ცვლილებები საქართველოს პროკურატურასაც შეეხო - გასული წლიდან მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებულია არა მარტო მთავრობის, არამედ პარლამენტის წინაშეც, რამაც მისი პასუხისმგელობა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და სწორედ ამიტომ, რეფორმების მესამე ნაწილის ფარგლებში გათვალისწინებული ცვლილებები უკვე წარედგინა პარლამენტს",- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობას, რეფორმების პროცესში კონსულტაციები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.



გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და Freedom House-ის რეიტინგებზე, რომლებიც ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს ადასტურებს. პრემიერის თქმით, რამდენიმე წლის წინ სასამართლო სისტემა სრულად ექვემდებარებოდა პროკურატურას, თუმცა ამჟამად პროკურორები სასამართლოს აღარ მართავენ; გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების ხვედრითი წილი.

რა თქმა უნდა, ჯერ მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა ვამაყობთ იმ პროგრესითა და ზოგადი ტენდენციით, რომელიც ამჟამად სახეზეა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამხედრო სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომლის თვალსაჩინო შედეგი აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად განხორციელებული წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" და საქართველოს შესანიშნავი თავსებადობაა NATO-სტანდარტებთან", - აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვრიდან უქმდება გადასახადი რეინვესტირებულ მოგებაზე, ასევე, მიღებულია რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გადასახადების ადმინისტრირებას კიდევ უფრო ამარტივებს; აიკრძალა საგადასახადო ორგანოების მიერ აქტივების დაყადაღება სასამართლო განჩინების გარეშე, შეიზღუდა საგადასახადო ინსპექტირების ვადა.


მომავალი წლიდან დაგეგმილია საპენსიო სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შემუშავდა ნოვატორი ახალგაზრდების მიერ შექმნილი „სტარტაპების" დაფინანსების მექანიზმი. გარდა ამისა, შემუშავდა ერთიანი „ფრონტ ოფისის" შექმნის იდეა, რომელც სახელმწიფო სერვისებს მომხმარებელზე კიდევ მეტად ორიენტირებულს გახდის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა წინა ხელისუფლების მიღწევებს აღიარებს, და აუმჯობესებს იმ სფეროებს, რომლებიც ჯერ კიდევ პრობლემურია.


პრემიერის თქმით, იგეგმება სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდება იურიდიული პირებისთვისაც.

 

ეს ცვლილება აისახება მთავრობის ზომაზეც - საშუალება მოგვეცემა „ბექ ოფისები" ქალაქგარეთ გადავიტანოთ. ეს რეფორმა ასევე ცვლის მმართველობის კონცეფციას და ქმნის საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებებზე კონსულტაციების შესაძლებლობას. ბიზნესგარემო, ინვესტორთა საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან კონსულტაციის შედეგად უფრო განჭვრეტადი ხდება",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, მეოთხე უმნიშვნელოვანესი რეფორმა განათლების საბჭოური სისტემის შეცვლას გულისხმობს. კერძოდ, იგეგმება განათლების სფეროების დაფინანსება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით და პროფესიული განათლების დუალური სისტემის დანერგვა.


ეს რეფორმები არა ცვლის, არამედ აძლიერებს ქართველი ერის ევროპულ დნმ-ს. საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევროპული ინსტიტუტებით, სათანადო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების დარგში მოქმედი ძლიერი ინსტიტუტებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner