20-21 მარტს, თბილისის ფრენბურთის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა მკლავჭიდში. ტურნირში 350-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭაბუკმა მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე).
I ადგილი - საბა ლატარია (60 კგ წონითი კატეგორია, მარჯვენა და მარცხენა მკლავი)
I ადგილი - საბა დანელია (55 კგ წონითი კატეგორია, მარჯვენა და მარცხენა მკლავი)
I ადგილი - გოგა დანელია (55 კგ წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი)
I ადგილი - დათუნა ჯიშკარიანი (60 კგ წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი)
I ადგილი - ანრი ბუკია (55 კგ წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი)
I ადგილი - გოჩა სიჭინავა (70 კგ წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი)
II ადგილი - დიტო ბუკია (65 კგ წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი)
II ადგილი - ირაკლი ხომერიკი (65 კგ წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი)
II ადგილი - გიგა კოდუა (65 კგ წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი)
III ადგილი - საბა თირქია (80 კგ წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი)
ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ხობელი მკლავჭიდელები ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელსაც მაისის ბოლოს საბერძნეთი უმასპინძლებს.