logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება!
- +

26 მაისი. 2016. 01:05

 

 

პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, დისკუსიისას ასევე უპასუხა კითხვას, რას ელის საქართველო ვარშავის სამიტისგან და აღნიშნა, რომ ქართველები ოპტიმისტები და სწამთ უკეთესი მომავლის.



საქართველო, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, NATO- წევრები და მოკავშირეები, მრავალფეროვანი და რთული გამოწვევების წინაშე დგას. ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ერთობისა და სოლიდარობის მეშვეობით  - ერთობის არა მხოლოდ ალიანს წევრ, არამედ პარტნიორ ქვეყნებს შორის. საქართველო თანმიმდევრულად და მოთმინებით აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვასეს კი იმითაა გამოწვეული, რომ უახლესი ისტორიის მანძილზე NATO აღმოჩნდა საერთაშორისო გაერთიანება, რომელსაც უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს მისი წევრი ქვეყნებისთვის. თუმცა, საქართველო სტაბილურობისა და უსაფრთხოების მომხმარებელი არაა - იგი ქმნის მას NATO- წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, ასევე იქ, სადაც ინტერვენცია აუცილებელია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მეორე მიზეზი, რატომაც საქართველოს ალიანსის წევრობა სურს, არის ის, რომ NATO არა მხოლოდ სამხედრო გაერთიანებაა, არამედ არის კავშირი, რომლის წევრები პატივს სცემენ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.


ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანი, არამედ მიზნამდე მისაღწევი გზაც - ქვეყანა გამუდმებით პროგრესირებს. ხორციელდება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, ინსტიტუციური ცვლილებები, სამხედრო რეფორმები. ჩვენ საკუთარ თავს პოსტსაბჭოურ სახელმწიფოდ აღარ განვიხილავთ. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. სრულყოფილებამდე დიდი გზაა, თუმცა განვითარების ზოგადი ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს. ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს. სირთულეების მიუხედავად, ვამაყობთ, რომ ჩვენ პოზიტიური მიზნებისთვის არ გადაგვიხვევია. ხელისუფლება და ოპოზიცია, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი თანხმდება ამ მიზნებზე. ვიმედოვნებთ, მომავალში მოგვეცემა ჩვენი საბოლოო მიზნის განხორციელების შესაძლებლობა. თანმიმდევრულობა და მიზნისადმი ერთგულება ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner