logo_geo
eng_logo
ზაირა მიქაუტაძე: 26 მაისს ჟურნალისტებს გამორჩეული სისასტიკით უსწორდებოდნენ!
- +

26 მაისი. 2016. 01:06



26 მაისს ჟურნალისტებს გამორჩეული სისასტიკით უსწორდებოდნენ", - ამის შესახებ 26 მაისს დაზარალებულმა ჟურნალისტმა, ზაირა მიქაუტაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


"მე 9 აპრილის მონაწილე ვარ და რუსი ჯარისკაცებისგანაც კი, მსგავსი სისასტიკე არ მინახავს. როცა აქციის დარბევა დაიწყო, ტრიბუნასთან ახლოს ვიდექი. სპეცრაზმელებს ჩემდა ჭირად ვუთხარი, რომრეზონანსის" ჟურნალისტი ვიყავი და გაყვანა ვთხოვე. მაშინვე, ხუთამდე სამართალდამცავმა თავზე ბალონები დამაყარა. გონი დავკარგე და როცა გონს მოვედი, ჩემი მაზლი და ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი კიბეებზე მიმათრევდა. სამართალდამცავები კი, მომდევდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ეს იმდენად აუტანელი წამება იყო, სიცოცხლე არ მინდოდა", - განაცხადა ზაირა მიქაუტაძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ მისი საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩემი საქმე განიხილა და სახელმწიფოს ჩემთვის, კომპენსაციის სახით, 2000 ევროს გადახდა დააკისრა", - განაცხადა ჟურნალისტმა ზაირა მიქაუტაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner