logo_geo
eng_logo
დავით კვარაცხელიამ მოპოვებული თასები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასცა
- +

25 თებერვალი. 2016. 18:01


SOKHUMI GEORGIA - ეს წარწერა ამშვენებს სოხუმელი ავტომრბოლელის ავტომობილს, რომელიც ბულგარეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დავით კვარაცხელია - ბიზნესმენი და სპორტსმენია, ამასთანავე აფხაზეთის ომის ვეტერანი, სოხუმის მე-3 ბატალიონის ერთ-ერთი შემქმნელი. გახლავთ საავტომობილო სპორტის ექსპერტი და ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.


2015 წლის ვიცე- ჩემპიონი RC3 კლასში და ბულგარეთის ჩემპიონი RC5 კლასში  დავით კვარაცხელია, იგივე DAVIDONE, აფხაზეთიდან დევნილია. მას ბულგარეთში იცნობენ, როგორც მაღალი კლასის ავტომრბოლელს, რომელმაც ჩემპიონობასთან და სხვა საერთაშორისო სპორტულ ტიტულებთან ერთად თავი იმით გააცნო მსოფლიოს, ყველა შეჯიბრებაზე გამოდის მანქანით, რომელზეც წერია: SOKHUMI GEORGIA! ამ წარწერით SOKHUMI GEORGIA ბატონმა დავითმა მხარი დაუჭირა თავის მეგობარს, სოხუმელ ჟურნალისტს თენგიზ პაჭკორიას, რომელიც ასეთი წარწერის SOKHUMI GEORGIA ბანერი 2012-2013 წწ აწია მაღალი რანგის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე და ევრობასკეტზე, 2014 წლის სოჭში მსოფლიო ოლიმპიადის ცერემონიაზე.


2014 წლის ევროპის შესარჩევი ეტაპის ვერცხლის თასის მფლობელი (ქ.სლივენში) 2014 წლის რალი სპრინტის ჩემპიონი და რალის ბრინჯაოს მფლობელი- ეს და სხვა მრავალი ტიტულები დავითმა სწორედ ზემოხსენებული წარწერიანი მანქანით მოიპოვა. ის იმდენად უყვართ და აფასებენ, რომ ყველა მისი მეგობარი სპორტსმენი თავს ვალდებულად თვლის, ასეთივე წარწერიანი მანქანებით იასპარეზოს საერთაშორისო ტურნირებზე. ისინი კი საკმაოდ ბევრნი არიან: ტიხომირ სტრატიევი, ბულგარეთის 4-გზის ჩემპიონი, ევროპის 2-გზის პრიზიორი. ტოდორ სლავოვი, 2009 მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, 2013 ბალკანეთის ჩემპიონი, მრავალგზის ბულგარეთის ჩემპიონი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა გასულ წელს,  იორდან ატანასოვი, დობრომირ ბორისოვი, ივან ანგელოვი, და სხვა გამოჩენილი ავტომრბოლელები.


მისი სურვილით, წარმატებული ვეტერანის თასები და სიგელები გადაეცემა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner