26 მაისის აქციის დროს დაზარალებული ბესიკ ტაბატაძე პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციაზე იმყოფება.
ტაბატაძემ 2011 წლის 26 მაისის დარბევა გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ მან დარბევისას ცალი თვალი დაკარგა.
„ეს დღე მძიმე მარტო ჩემთვის არ ყოფილა, ჩემზე გაცილებით დიდი ტრავმა მიიღო ხალხმა. როგორც გვახსოვს აქ ხალხი დაიხოცა და მე თვალი დავკარგე, ამის შემოქმედები უნდა დაისაჯონ. ხუთი წელი გავიდა და ჩვენ ველოდებით რომ ყველა დაისაჯოს", - განაცხადა ბესიკ ტაბატაძემ.