logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: 26 მაისს დაგეგმილი მდუმარე აქცია ყველაზე მეტად ხმაურობს!
- +

26 მაისი. 2016. 01:12


 

„ფიგურალურად, 26 მაისი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის იმ დღიდან, როცა ადამიანის უფლება პირველად შეილახა", - განაცხადა 26 მაისს დაზარალებულმა შალვა ოგბაიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


"ის კოშმარი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს დაიწყო, იქამდე გაგრძელდება, სანამ ჩემს შვილებს და მეგობრებს ნასამართლეობის სტატუსი ექნებათ. ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც სამართალი იზეიმებს. სულაც არ მხიბლავს ის პერსპექტივა, რომ ხელშიბიტები" ავიღოთ და იმ ადამიანებსდავუპადიეზდოთ",  ვინც ჩვენ ამ დღეში ჩაგვყარა. ეს წყალს ასხამსნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე, რადგან ისინი სამოქალაქო ომისთვის არიან მომართული", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


მან 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი აქციის დარბევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


"2011 წლის 26 მაისს ხელისუფლებამ ოპერაციაყულფი" მოაწყო. დემონსტრანტებისთვის ყველა გზა  გადაკეტილი იყოიქიდან დაუჭრელი და დაუზიანებელი ადამიანი არ უნდა გასულიყო დაშემთხვევით" გარდაცვლილი ადამიანის გარეშე, ეს ოპერაცია არ უნდა დასრულებულიყო, რაც მოხდა კიდეც", - განაცხადა ოგბაიძემ.


მისი თქმით, 26 მაისს დაგეგმილი მდუმარე აქცია არის აქცია, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს.

 

"26 მაისს დაგეგმილი მდუმარე აქცია არის აქცია, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც სამართალი ისამართლებსსამართალი ძალიან მწარე წამალია, მაგრამ ის არა მარტო იმ ადამიანებს უხდება, რომლებიც სასჯელს მოიხდიან, არამედ - მთლიანად საზოგადოებას", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner