შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მ.წ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I და IV ნაწილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.