logo_geo
eng_logo
ავღანეთში სტადიონზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

23 მარტი. 2019. 13:01

 

 

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ამიტომ დაღუპულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

 

ორი აფეთქება ჰელმანდის პროვინციაში, ქალაქ ლაშკარგაჰში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სტადიონზე ფერმერთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მომხდარი ორი აფეთქების დროს პროვინციის გუბერნატორი და რამდენიმე მაღალჩინოსანი დაშავდნენ. დაღუპულებს შორის კი ერთი სამართალდამცველია.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner